
Artex Development
ახალი ხედვა, მრავალწლიანი გამოცდილება
„არტექსი“ ბაზარზე 2025 წელს ორი განსხვავებული პროექტით შემოვიდა: მრავალფუნქციური კომპლექსი „არტექს პარკლაინი“ და აღდგენილი ისტორიული შენობა „არტექს პრემიერი“. თუმცა, კომპანიის ისტორია გაცილებით ადრე იწყება. არქიტექტურისა და ფინანსური მენეჯმენტის ექსპერტები დიდი ენთუზიაზმით გაერთიანდნენ ერთი იდეის გარშემო - შეექმნათ გამორჩეული არქიტექტურა ზღვისპირა ქალაქში, რომელიც დროს გაუძლებს. „არტექსის“ გუნდისთვის მშენებლობა ღრმა პასუხისმგებლობაა. უსაფრთხოება უკომპრომისო პირობაა, ხოლო ურბანული ესთეტიკის პატივისცემა - უცვლელი ღირებულება. კლიენტებთან ჩვენი ურთიერთობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გულწრფელობას და გამჭვირვალობას; ჩვენ არ ვიძლევით დაპირებებს, რომელთა შესრულებაც არ შეგვიძლია. ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია შექმნას სივრცეები, რომლებიც თანამედროვეა და სრულად შეესაბამება ქალაქის ავთენტურ ურბანულ ესთეტიკას - ადგილები, რომლებიც ადამიანების ახალი ისტორიების, ემოციებისა და მოგონებების გარემო გახდება.